ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეორგოლს, სადაც განმარტებულია, თუ რა ეწერა კანონპროექტში, რომელიც, საზოგადოების მღელვარების გამო, მმართველმა გუნდმა პარლამენტიდან გაიწვია.

„ეს განსაკუთრებით იმათ გეხებათ, ვინც იძახდით და ამტკიცებდით – გინდა თუ არა, რუსული კანონიაო და წაკითხულიც არ გქონდათ! ეს იმათ გეხებათ, ვინც ამტკიცებდით – ამ კანონს თუ მივიღებთ, დასრულდება ჩვენი ევროპელობა და ცხოვრებაო! ყველაზე უფრო კი იმათ ეხებათ, აი, ამ კანონის გამო პარლამენტის აღება და “მოლოტოვის კოქტეილებით” სამართალდამცველებზე ანგარიშსწორება რომ გადაწყვიტეს.
5 სხვადასხვა ნავში მსხდომებისთვის, გემიდან გაქცევის მომლოდინეებისა და მიზეზების მძებნელებისთვის არავითარი მნიშვნელობა რომ არ ჰქონდა, რა კანონი იქნებოდა, ეს უკვე გასაგებზე გასაგებია!
ამისთვის ანგრევდით ქვეყანას?“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

გაზიარება