“დიდი მადლობა კომისარო! ოლივერ ვარჰეისგან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ძლიერი გზავნილები მოვისმინეთ პრესკონფერენციაზე”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ლევან ქარუმიძემ.
მისი თქმით, სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა დღეს უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის.
“განსაკუთრებით რიგი ევროპელი პოლიტიკოსების მიერ ბოლო დროს გაჟღერებული სამწუხარო გზავნილების შემდეგ”, – აღნიშნა დეპუტატმა.