ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის – ირაკლი კობახიძის ბრიფინგს ეხმაურება.

„ლიბერალური ფაშიზმი ანუ ჭირი, რომელზეც რეიგანი ამბობდა – “თუ ფაშიზმი ოდესმე ამერიკაში მოვა, ის ლიბერალიზმის სახელით მოვა”, დღეს ცდილობს, მეტასტაზივით მოედოს საქართველოს.

ირაკლი კობახიძე: “ლიბერალური ფაშიზმის კამპანიაში დღემდე აქტიურად არიან ჩართული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ყოფილი სახალხო დამცველი, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ჟურნალისტები, „ენჯეოების“ წარმომადგენლები, ისევე, როგორც რიგითი ნაციონალები”.

ცხადია, ისინი ვერ მართავენ “გრძელი დანების ღამეს”, ვერ აწყობენ ნიურნბერგულ, მასშტაბურ ყრილობებს, შავ ფორმებში გამოწყობილნი ვერ მარშირებენ, მაგრამ მაქსიმალურად იყენებენ მათ ხელთ არსებულ შეიარაღებას – “კრიტიკულ მედიას” და იმ საზიზღარ პიარკამპანიას, რაც, რბილად რომ ვთქვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ, ხალხის მოტყუებისკენ არის მიმართული.

ირაკლი კობახიძე: “ათასობით ადამიანს გააპროტესტებინეს წაუკითხავი კანონი, რომელიც ერთადერთ მიზნად „ენჯეოების“ დაფინანსების შესახებ მათივე ინფორმირებას ისახავდა.
ეს იყო ერთგვარი “საუკუნის პიართაღლითობა”.
დიახ, სწორედაც პიართაღლითობა, რამაც მხოლოდ რამდენიმე დღე იმუშავა, საპნის ბუშტივით გასკდა და ვეღარ გამთელდება“, – აღნიშნავს გაბრიჭიძე.

გაზიარება