“ლოგიკური დასასრულისკენ მიდის ყველაფერი ვინაიდან, როდესაც პოლიტიკური გუნდი იკრიბება და დღის წესრიგში მხოლოდ ნგრევა აქვთ და ამ ნგრევის რესურსებში ეჯიბრებიან ერთმანეთს აუცილებლად ცუდად დაამთავრებენ ვინაიდან მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში” – ასე ეხმაურება “ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

მისი თქმით, საზოგადოებას სჭირდება სტაბილურობა.

“როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს ადამიანი, მისი პირველ მოთხოვნაა რჩეულისადმი, რომ აქ იმუშაოს და მიიღოს ისეთი კანონები, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს და არ შეუქმნის ისეთ მდგომარეობას, რომელშიც „ნაცმოძრაობა“ და ზოგადად რადიკალური ოპოზიცია აპირებს, რომ ამყოფოს საკუთარი ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის: “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს გაიმართება.

გაზიარება