„მადლობას ვუხდი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარე პროფესორ კლაუს შვაბს შვეიცარიაში გამართული ამ ყოველწლიური ფორუმის 2023 წლის ღონისძიებაზე ჩემი თბილი მიღებისთვის“, – წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„მოუთმენლად ველი საინტერესო დისკუსიებს ფორუმის მონაწილეებთან და საერთო ინტერესების სფეროში ჩვენს პარტნიორებთან ახალი ინიციატივების წამოწყებას“, – აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

გაზიარება