“მას შემდეგ, რაც “ნაცმოძრაობას” თითო განცხადებასა და სხვადასხვა აქტივობაში ათასი ლარის გადახდის სკანდალი “გაუსკდა”, ამ ამბავმა ძალიან ბევრი ადამიანი გაანერვიულა”, – ინფორმაციას გამოცემა „კვირა“ ავრცელებს.
წყარომ ამავე სააგენტოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მოძრაობა “ნაბიჯის” ლიდერმა ლუკა ჭოხონელიძემ თანხა არა თავის ანგარიშზე, არამედ მეგობრის და იმავე მოძრაობის წევრის – ლაზარე ორდენიძის სახელზე ჩაარიცხვინა.
წყარო ამბობს, რომ, ჩხობაძისათვის 1000 ლარის გადარიცხვის ამბის გასკდომის შემდეგ, “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თანაგუნდელს განუცხადა – “ოცდარვაში, მაგალითად, ხუთი დოლარი ჩაარიცხვინა ლუკამ ორდენიძის ანგარიშზე, მაგარი შარია”, – უდიდესი ალბათობით, საუბარია 28 თებერვალზე და კონკრეტული განცხადების თუ აქტივობების საფასურზე – 5000 აშშ დოლარზე.
შეგახსენებთ, რომ ამავე მოძრაობის წევრმა, დავით ჩხობაძემ უარი განაცხადა მისი საბანკო ამონაწერის გაკეთებაზე მას შემდეგ, რაც გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მას კეზერაშვილის ცოლის ძმამ, დიმიტრი ჩიქოვანმა პირად ანგარიშზე 1000 ლარი ჩაურიცხა.