„ვინმე თუ აპირებს „მაგნიტსკის სიის“ შედგენას – ვინ მიიღო მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილის წამებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში, ვფიქრობ, ჯერ უნდა დადასტურდეს ასეთი ფაქტი და შემდეგ შეეცადონ სიის შედგენას“, – განაცხადა მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.

„[სააკაშვილმა] გამოაცხადა შიმშილობა, უარი თქვა ინსტრუმენტულ კვლევებზე და არ ასრულებს ექიმების
რეკომენდაციებს, რაც დადასტურებულია. ასევე, ერთ-ერთმა მისმა ექიმმა, ექსპერტმა თქვა, რომ ის ხშირად იღებდა ალკოჰოლს, რაც საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, ამიტომ სიაში პირველი თვითონ უნდა იყოს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

გაზიარება