“საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესშია. გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ქართველ კანონმდებლებთან”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდიმ სტრასბურგში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.
„მე ვესაუბრე ჩემს კოლეგას, მაკას ბოჭორიშვილს. განვიხილეთ რაც გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ ვისაუბრეთ ანგარიშზე, რომელიც ჩემმა ძალიან კარგმა კოლეგამ, სვენ მიქსერმა მოამზადა და კომიტეტმა კომპრომისულ ტექსტს კენჭი უყარა. დაველოდოთ პლენარულ სხდომას. დეტალებზე არ ვისაუბრებ, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ კომპრომისული ტექსტი არის ძალიან დაბალანსებული, ობიექტური და ვაფასებ ჩემი კოლეგის შრომას.
ევროკომისია შეაფასებს საქართველოს მიერ შესრულებულ რეკომენდაციებს, რომლებიც ევროკომისიამ საქართველოსთვის შეადგინა“, – განაცხადა კალიურანდმა.
“მაკა ბოჭორიშვილთან ვისაუბრეთ ანგარიშზე, რომელიც სვენ მიქსერმა მოამზადა. ეს კომპრომისული ტექსტი არის ძალიან დაბალანსებული და ობიექტური”, – მარინა კალიურანდი
