„თქვენ წარმოიდგინეთ, მე რომ გამომქონდეს, როგორც კანონმდებელს, რომელიმე კანონპროექტი ან რეზოლუცია და შემდეგ ისეთი ჩასწორებები უზრუნველყონ ლობისტებმა, რომ მე თავად მხარი არ დავუჭირო …  რამდენად გაუფასურდა მთლიანად რეზოლუცია ლობისტების მიერ ჩამატებული, უკაცრავად გამოთქმისთვის, ჩაკვეხებული ჩანაწერის გამო! ეს არის მავნებლობა საქართველოს მიმართ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში იმდენად შეურაცხმყოფელი და მიუღებელი იყო ჩასწორება, რომელიც ლობისტებმა უზრუნველყვეს, რომ თავად მომხსენებელმა – სვენ მიქსერმა მხარი არ დაუჭირა.

„ის ფსევდო საქართველოს მოყვარული ადამიანები, რომლებიც, თითქოს, საქართველოს საქმეს აკეთებენ, მაგრამ საბოტაჟს უწყობენ ევროინტეგრაციის პროცესში ამ ქვეყანას … როდესაც კანდიდატის სტატუსზე მიდის საუბარი, ერთადერთი, რითაც შეიძლება გამართლდეს მათი მოქმედება, მაგალითად, გონივრული და საფუძვლიანი ეჭვი შეიძლება იყოს ბოლო სკანდალი – შეიძლება ამის საფუძველი იყოს კორუფცია. სხვა ახსნა ასეთ მავნებლობას აღარ აქვს. წარმოუდგენელია! ერთადერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება ჰქონდეს – კორუფცია. მათ შორის – პოლიტიკური კორუფცია. აქ ფინანსებზე არ არის საუბარი“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება