“ერთ მხარეზე დგას მამუკა მდინარაძე, რომელსაც, მგონი, დღიდან მისი პოლიტიკაში მოსვლისა, რას არ აბრალებენ  და, როგორც წესი, ტყუილი აღმოჩნდება ხოლმე, მეორე მხარეს კი – „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ზონდერებით, პროვოკატორებით და “ფეიკ-ტელევიზიებით”!” – წერს ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”, მამუკა მდინარაძის მისამართით განხორციელებულ პროვოკაციასთან დაკავშირებით.

“ძნელია, როცა ასეთ სიტყვებს და შეურაცხყოფას ისმენ შენი მისამართით, რომელ თმენის ვალდებულებაზე უნდა ვისაუბროთ?გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბატონი მამუკა იმ გუნდს წარმოადგენს, რომელმაც ომი არ დაუშვა ამ ქვეყანაში, საპირისპირო მხარეს კი ისინი არიან, ვისაც ომი და არეულობა უნდათ საქართველოში. ახლა ზოგს პოლიტიკოსის, ზოგს – ჟურნალისტის, ზოგსაც მებრძოლის მანტია აქვს მოსხმული, რაც ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფრის უფლება აქვთ, ამიტომაც, პასუხსაც შესაბამისს და ადეკვატურს ღებულობენ”, – წერს ექსპერტი.

გაზიარება