„ნაციონალურ მოძრაობას“ „ქვეყნის და „ქართული ოცნების“ დანგრევა უნდოდა და ანგრევენ საკუთარ გუნდს. ეს არის მათი ქმედებების მარტივი შეფასება. მგონია, რომ ცოტა ზედმეტ რეკლამასაც და პიარსაც ვუკეთებთ მათ, თვითონ როგორც ფუთავენ – პარტიის “გადახალისებას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„გადახალისება კი არ არის, ერთმანეთის დაჭმა მიდის – ვინ დახარჯავს მათი ოლიგარქების ფულს, ვინ მოექცევა სააკაშვილის ყურადღების ქვეშ, ვინ უკეთესად მოახდენს ქვეყანაში რადიკალიზაციას, პოლარიზაციას, ვინ უკეთესად დააზიანებს ქვეყანას – ამაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. ძირითადად, მაინც გავლენებზეა საუბარი და საუბარია იმაზე, ვინ დახარჯავს თავის დროზე მათ მიერ ქვეყნის ძარცვით ნაშოვნ ფულს და ვინ იქნება ამ ფულის აღმასრულებელი.
„ნაცმოძრაობაში“ შიდა თანხებზე მაქვს საუბარი – ვინ იქნება პასუხისმგებელი ნაძარცვი ფულის განკარგვაზე. ამაზეა მანდ საუბარი. არ გამოუვიდათ ქვეყნის დანგრევა და დაანგრიეს საკუთარი გუნდი და ახლა საინტერესო პროცესები მიდის გარედან. მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან, რა ბუნებაც აქვთ ზოგადად, ქვეყანასთან მიმართებით, თავი ვერ შეიკავეს და ერთმანეთზე გადავიდნენ ამ ბუნების გამომჟღავნებაში“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება