„ისინი ერთმანეთს ებრძვიან ფულისა და გავლენისთვის პარტიის შიგნით. რეალურად, მათ ერთი ოცნება აქვთ – იბრძვიან გავლენებისთვის როგორც პარტიის შიგნით, ისე ქვეყანაში და ოცნებობენ იმავეზე, რაც აკეთეს თავის დროზე – ადამიანების წამებასა და ფულის შოვნაზე, საკუთარ მომავალზე და არა საქართველოს მომავალზე. ამიტომ, ჯერ შიგნით ჭამენ ერთმანეთს, რომ შემდეგ ქვეყანა შეჭამონ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით.

„ჩვენ საქმეს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, ეკონომიკურად ძლიერი; ხალხმა შვება იგრძნოს, ქვეყანა განვითარდეს და იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ეს ორი ოცნება ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ არიან სხვანაირად – შიგნით ერთმანეთს ჭამენ და ჩვენ, ამ დროს, ქვეყნის საქმეს ვაკეთებთ – მიუხედავად იმისა, რომ ბეწვის ხიდზე დავდივართ საქმის კეთებისას“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება