„დიდი ილიას არ იყოს, ჩვენ რა კაცები ვიქნებით, ვიღაც, ბოლო 200 წლის მანძილზე ათასგვარი მანიპულაციებით გაქსუებულ და ბოლო პერიოდში გაუკუღმართებულ ლიბერასტულ იდეოლოგიას ამოფარებულ, მსოფლიო დონის თაღლითებსა და მხოლოდ ნებისმიერი ხერხით ფულის შოვნაზე დახარბებულ ყველაფრის მკადრებლებს გადავაჯეგინოთ და გავანადგურებინოთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი, წინაპრების სისხლით გაპოხიერებული მიწა!“ – ასე ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს.

„ყოველთვის საინტერესოა გონიერი კაცის მოსაზრებების გაცნობა, მით უმეტეს, თუ იგი ეხება ურთულეს გეოპოლიტიკურ ქარტეხილგამოვლილ და დღემდე სასწაულებრივად მოღწეულ ჩვენს სამშობლოს!

საქართველო ის ფენომენია, რომელიც საწყისიდანვე იდგა იმ ჩადუღაბებულ საყრდენებზე, რომელსაც ჰქვია მამული, ენა და სარწმუნოება!

სწორედ ამ ტრიადისადმი ერთგულებამ შეაძლებინა და შეაქმნევინა ქართველ კაცს ის ეროვნული, რელიგიური, კულტურული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობა, რომელმაც მოატანინა დღემდე თავი!

რუსთაველის ენა!
და მხოლოდ ერთ დღეს – ქრისტეს რჯულისათვის 100 ათას წამებულთა სარწმუნოება!
ასეთი რამ ქართველ ხალხს არც არასდროს დაუშვია და გჯეროდეთ, არც არასოდეს დაუშვებს!“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე გვენეტაძე.

გაზიარება