“იქნებ, კეთილი ინებოთ, ძვირფასო პარტნიორებო, “სირცხვილიას” დამფინანსებლებო დასავლეთიდან, გაემიჯნოთ თქვენი გამოკვებილი რადიკალების ამ უღირს ქმედებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ყველა “სიჩუმე” ქართველ ხალხს აფიქრებინებს, რომ სწორედ თქვენ დგახართ ამ ყველაფრის უკან!!!” – წერს „ფეიბუსკის“ გვერდზე საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე.
“მართლა სირცხვილია, როდესაც ამერიკული ინსტიტუტების, ნედ-ის და სხვა მძლავრი დამფინანსებლების მიერ გამოკვებილი ორგანიზაცია “სირცხვილია” ბედავს და თავხედურად ეხება ქართულ დროშას, მონაწილეობს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში და ამერიკელი გადამხდელების მიერ მიღებულ ფულს ხელისუფლების არალეგიტიმური ცვლილების ორგანიზებაში გეგმავს“, – აღნიშნავს ქადაგიძე.