„მას შემდეგ, რაც უკრაინაში ეს საშინელი ომი დაიწყო, მთელი ერი, მთელი საზოგადოება, მთავრობასთან ერთად, გავერთიანდით და ათას ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავგზავნეთ. „უკრაინის ფოსტის“ მონაცემების მიხედვით, 190 ქვეყანას შორის ვიყავით პირველ ადგილზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა დაეხმარა უკრაინელ ლტოლვილებს, მათ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინა და ეს დახმარება ახლაც გრძელდება.
„უკრაინელი ბავშვები აქ იღებენ განათლებას უკრაინულ სკოლებში, რომელიც ჩვენ გავხსენით. რაც შეეხება სხვა ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ, დახმარების საშუალებებს გამოვნახავთ და, რა თქმა უნდა, ამ დახმარებას გავაგრძელებთ.
რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ამაზე ნათლად, ცხადად და მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ ამ ომში, კონფლიქტში, როგორც სახელმწიფო, არასოდეს არ ჩავერთვებით. ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. ჩვენ, როგორც მმართველი გუნდი, პასუხისმგებელი ვართ ჩვენი ხალხის წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.