საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხდებას ეხმაურება, სადაც ბაიდენი „რესპუბლიკური“ პარტიის წევრებს აკრიტიკებს, რომლებიც ცდილობენ კაპიტოლიუმზე თავდასხმის მნიშვნელობა შეამცირონ.

როგორც ქადაგიძე წერს, მოძალადეა და კანონის წინაშე პასუხისმგებელი, ყველა ის მოქალაქე, პოლიტიკოსი, თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვინც ღიად უპირისპირდება სახელმწიფოს, საზოგადოებასა და სამართალდამცავების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.

“მაშინ, როდესაც ამერიკაში ფაქტია და ჩვენთან აღქმად უნდათ შემოსაღება…

ბაიდენის მოყვანილ ფაქტს უნდა დაუმატო 900 დაკავებული ადამიანი, რომელთა უმეტესობა წლები ვერ დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას…

როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოში და მთელ მსოფლიოში, როგორ ბედავს ვინმე,რომ სამართალდამცავებისა და სახელმწიფო უწყებების დაცვის წევრების ძალისხმევა შეამციროს და დააკნინოს?

მოძალადეა და კანონის წინაშე პასუხისმგებელი, ყველა ის მოქალაქე, პოლიტიკოსი, თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვინც ღიად უპირისპირდება სახელმწიფოს, საზოგადოებასა და სამართალდამცავების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს!”, – წერს ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუკში”.

გაზიარება