„ მე კანონპროექტს მხარი დავუჭირე“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი მეძმარიაშვილი ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დეპუტატმა აგენტების ამერიკულ კანონს ხმა არ მისცა.
ტელეკომპანია „POSTV” დაუკავშირდა ირაკლი მეძმარიაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ პირველი მოსმენით კანონპროექტს მხარი დაუჭირა და თუ მისი ხმა არ დაფიქსირდა, ეს მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი იქნება.
„მივეცი ხმა. ეს რაღაც ტექნიკური გაურკვევლობა იყო. დარეგისტრირებული ვარ ჩვეულებრივად“, – აღნიშნა მეძმარიაშვილმა „POSTV- თან“ საუბარში.
არლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 13 წავიდა.