მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის – ვანო მერაბიშვილის მიერ ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბის არხზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„ვანო მერაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ საზოგადოებისა და ახალგაზრდების გამოყენება რევოლუციურ სცენარში უნდოდათ. ესეც ერთ-ერთი მთავარი მოტივი იყო იმისთვის, რის გამოც ჩვენ ეს კანონი გამოვიწვიეთ – მათ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს ჩვენს ახალგაზრდებს ვერ შევწირავდით. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა ის, რომ კანონის გამოწვევით გამოვაცალეთ მათ ის შანსები, რაც დაგეგმილი ჰქონდათ“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის: ვანო მერაბიშვილმა განაცხადა: „ჩვენი პარტია პირველ საკითხად აყენებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ – ამ მიტინგის მიღწეული ერთ-ერთი მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება“.
მერაბიშვილი თბილისურ მაიდანსაც არ გამორიცხავს.

გაზიარება