„ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რომელიც დაფიქსირდა 9 თვის განმავლობაში. ეს არის 10%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც გვაძლევს რეალურ იმედს, რომ წლის ბოლო   ჩვენ დავასრულოთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.

მისივე თქმით, მშვიდობაზე და ეკონომიკის განვითარებაზე დამყარებული რეფორმებით, ბიზნესის, კერძო სექტორის ხელშეუხებლობაზე და მათ მხარდაჭერაზე დამყარებული პოლიტიკით საქართველო შეძლებს და 2030 წელს გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა.

„ყველა პარამეტრი არის მწყობრში – ექსპორტი ძალიან მაღალია, ძალიან კარგია ტურიზმის მაჩვენებელი, ტურისტებიდან მიღებული შემოსავლები. ყველა  პარამეტრი, ყველა მიმართულება  საქართველოში უმჯობესდება”, – განაცხადა დუნდუამ.

გაზიარება