„თავიდანვე შევთანხმდით და მეც, მათ შორის, ჩემი პარტიის ლიდერებთან ერთად, უდიდესი ამაგი მაქვს მისი კამპანიისას და ამას, რა თქმა უნდა, არა დაყვედრებით ვიძახი, არამედ გვსურდა, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი, ზეპარტიული, პრინციპული პრეზიდენტი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.

„ახლაც მისი უფლებაა, შეხვდეს, გინდა, ნიკანორ მელიას და, გინდა, ხაბეიშვილთან გამართოს ბილატერალური მოლაპარაკებები, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის საზოგადოება, ის მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც იყო მისი მხარდამჭერი და, მეტსაც გეტყვით – მილიონ ორასი ათასი ადამიანი იყო, სწორედ იმიტომ უჭერდა სალომე ზურაბიშვილს მხარს და ამას მე გულშემატკივრობით ვიძახი, – რომ არ მოსულიყო, ემანდ, ისეთი პრეზიდენტი, რომელიც შეიწყალებდა, სწორედ, მეგის ქარდავადან დაწყებული, სხვა კაციჭამიებით დამთავრებული“, – განაცხადა ოდიშარიამ.

გაზიარება