საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა „ქრონიკაში“ რუსეთიდან საქართველოში ავიამიმოსვლის აღდგენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თავის დროზე, ფრენების გაუქმება, აკრძალვა გარკვეული სანქციის სახით იყო გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ“.

„შევახსენებ საზოგადოებას, რომ მილიონამდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს რუსეთში და, თუკი იქნება ავიამიმოსვლა ორ ქვეყანას შორის, ეს, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ქართველებისთვის, ჩვენი ქვეყნის შვილებისთვის იქნება კარგი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

გაზიარება