პრემიერ-მინისტრი სომეხ მოსახლეობას შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ქართველ და სომეხ ხალხებს შორის არსებულმა ურთიერთპატივისცემამ და სიყვარულმა განაპირობა ერების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა.

„დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს. ყველას, ვინც მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაულს განსაკუთრებული სიხარულითა და უდიდესი ზეიმით აღნიშნავს. ჩვენს ხალხებს შორის არსებულმა ურთიერთპატივისცემამ და სიყვარულმა განაპირობა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლობა. მოხარული ვარ, რომ ეს ურთიერთობა სულ უფრო ღრმავდება. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

გაზიარება