,,ბრავო, მისტერ მასიმო დი ანჯელო. გენიოსი ხართ. მიშა, გეკაიფებიან, ბიჭოო. შენ რომ ექიმი-პროქტოლოგი გეგონა, ეგ მჩხიბავი ყოფილა და ვუდუს თოჯინად გადაქცევას გიპირებენ”, – წერს მოძრაობა ,,ხალხის ძალის’’ წევრი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის ამერიკელ ადვოკატთან დაკავშირებით.
„მიშას ახალ ადვოკატზე “ლეგენდები” დადის, – ისეთი პროფესიონალია, ქვას ხეთქავსო.
ჰოდა აღმოჩნდა, რომ ბატონი მასიმო დი ანჯელო უძრავი ქონების სამართალწარმოების სპეციალისტი ყოფილა და სასამართლო მრჩეველია დეველოპერებისათვის.
ან მაგრად ეკაიფებიან გიულის დაქირავებული “პიარშიკები”, ან კიდევ რაღაც დიდი გეგმა აქვთ.
მაგალითად: სასამართლოზე დაამტკიცებენ, რომ მიშა უძრავი ნივთია, ჰოდა, განკარგვის უფლებით გიულის გადასცემენ“, – წერს ქადაგიძე “ფეისბუკის” გვერდზე.