„ქალბატონებო და ბატონებო, მოწვეულო სტუმრებო, მსურს ჩვენი ქვეყნის სახელით მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და გითხრათ: ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახის წევრობისკენ სწრაფვისას ჩვენ მდიდარი და უნიკალური ისტორია და კულტურა გვიმაგრებს ზურგს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის – “ITB Berlin 2023-ის” საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და დგას უამრავი გამოწვევის წინაშე, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ვიზიტორისთვის, რომელიც მობრძანდება ჩვენს ქვეყანაში. და დღეს საქართველოს ეკონომიკა მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია, ყველა იმ გამოწვევის- უკრაინაში მიმდინარე დამანგრეველი, რუსეთის მხრიდან გაუმართლებელი ომის მიუხედავად “,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გაზიარება