“მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს რუსთავის საკრებულოში უფრო მეტი ოპოზიციური წარმომადგენელია და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი პოლიტიკურად მტრობენ ნინო ლაცაბიძეს, ამიტომ აჩერებენ ამ პროექტებს. ეს არის საბოტაჟი და მეტი არაფერი”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ რუსთავის საკრებულოში არსებული ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც ოპოზიციური საკრებულო ბიუჯეტს არ ამტკიცებს, მდინარაძემ აღნიშნა, რომ საბოტაჟია.
„იმ ბიუჯეტში უამრავი სოციალური პროექტია ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ის ხალხი ელოდება ამ სოციალური პროექტებიდან კონკრეტულ ბენეფიტს, თანხებს, კონკრეტულ სარგებელს“, – განაცხადა მდინარაძემ.
“მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი პოლიტიკურად მტრობენ ნინო ლაცაბიძეს, ამიტომ აჩერებენ პროექტებს, ეს არის საბოტაჟი და მეტი არაფერი” – მამუკა მდინარაძე
