თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში „არქივის“ ვიდეოს აზიარებს, რომლის მიხედვითაც ჩანს, ორწლიანი პატიმრობის შემდეგ რა მდგომარეობაში დატოვა ციხე 2010 წელს მაგნიტოფონის ქურდობისთვის დაკავებულმა ცეზარ მოსახლიშვილმა.

„მოძალადე და სისხლიანი რეჟიმი – ,,ნაციონალური მოძრაობა”, წესით, საერთოდ არ უნდა ახსენებდეს სიტყვებს: ციხე, წამება, არაადამიანური მოპყრობა, სიკვდილი… მაგრამ ბედავენ, და თან, ამ სიტყვებს ახლა უკრაინის მოქალაქე, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით იყენებენ, არადა, 14- თვიანი პატიმრობიდან მე-8 თვეა, კლინიკაში იმყოფება, ექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ არის და მკურნალობს. ეგ თქვენი ჰალსტუხიჭამია ბელადი არავის უწამებია, არც სათანადო კვება და მედიკამენტები აკლია, მაგრამ მაინც ცუდად არის. იცით, რატომ? იმიტომ, რომ სულთანივით ცხოვრებას იყო მიჩვეული და საქართველოდან მოპარული მილიარდები აქვს დასახარჯი!

თუ არ იცით, რას ნიშნავს წამება და არაადამიანური მოპყრობა, ეს კადრები ნახეთ. გახსოვდეთ, 2004-2012 წლებს არასდროს გაპატიებთ საქართველო, არასდროს! ვერასდროს დაბრუნდებით ხელისუფლებაში, ვერასდროს!“ – წერს “ფეისბუკის” გვერდზე ბოჟაძე.

გაზიარება