„საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა წლის ბოლომდე შენარჩუნდება”, – განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა.

„მთავრობის ეს პროგნოზები ემთხვევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ პროგნოზებს მთავრობის ეს პროგნოზები ემთხვევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ პროგნოზებს, რომლის თანახმადაც, უკვე 2027 წლისთვის საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის შემოსავალი გადააჭარბებს 10 ათას დოლარს, ხოლო დაახლოებით 2030 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 15 ათას დოლარს მიაღწევს, რაც გამოიწვევს იმას, რომ საქართველო მაღალი შემოსავლების ქვეყნის სტატუსს მიიღებს“, – განაცხადა სეფაშვილმა.

გაზიარება