„მსჯავრდებულ სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რომელსაც მას აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის თქმით, ნდობით აღჭურვილი პირები არიან ოჯახის წევრები და, ასევე, სხვა პირები, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა თანხმობა.

„როდესაც ვინმე ბედავს და საუბრობს ან საკვებზე ან მედიკამენტებზე, კეთილი ინებოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

გაზიარება