“მთავარი არხის” ჟურნალისტი ნინო ღვედაშვილი მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს, თითქოს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო საქართველოში ჩამოდის. ინფორმაციას პოლიტიკური ორგანიზაცია “სინამდვილეში” ავრცელებს.
“სინამდვილეში, “ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდისტი ტელევიზია აგრძელებს ანტიქართულ კამპანიას და ავრცელებს მორიგ ტყუილს, რომლის მიზანიც ხელისუფლების დისკრედიტაცია და საზოგადოებაში ყალბი აღქმების შექმნაა.
“ნაციონალური მოძრაობა” და მისი ტელევიზიები წლებია ცდილობენ შეთქმულების თეორიებით კვებონ საკუთარი მხარდამჭერები. ცდილობენ შეაზიზღონ ხელისუფლება, შეაზიზღონ ეკლესია, შეაზიზღონ საკუთარი სამშობლო”, – ნათქვამია განცხადებაში.
“მთავარი არხის” ჟურნალისტი ნინო ღვედაშვილი მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს, თითქოს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე საქართველოში ჩამოდის” – პოლიტიკური ორგანიზაცია “სინამდვილეში”
