“მთავარი ტყუილი, რასაც საზოგადოებას აჯერებენ – რომ თითქოს ადამიანები შეირაცხებიან აგენტებად ან ჯაშუშებად – ეს ტყუილია”, – განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„დღეს უამრავი ადამიანია, რომელიც შფოთავს, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ 99%-ს კანონი თვითონ წაკითხული არ აქვს. თუ ვინმეს კანონი წაკითხული აქვს, დარწმუნდება, რომ ეს დოკუმენტი ერთადერთ რამეს ითვალისწინებს – ყოველწლიური დეკლარაციის წარდგენა იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებენ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
“მთავარი ტყუილი, რასაც საზოგადოებას აჯერებენ, თითქოს ადამიანები შეირაცხებიან აგენტებად ან ჯაშუშებად – 99%-ს კანონი წაკითხული არ აქვს” – ირაკლი კობახიძე
