“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ქართული კანონპროექტის და ეგრეთ წოდებული ამერიკული კანონის – FARA-ს ანალოგის კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციური სპექტრისა და დამსწრე არასამთავრობო სექტორის მიერ არც ერთი სამართლებრივად დასაბუთებული არგუმენტი; არც ერთი სამართლებრივი შესწორება ან შენიშვნა; არც ერთი რეკომენდაცია არ მოგვისმენია“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ამავე მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„იყო უარი შინაარსობრივ დისკუსიაზე და პოლიტპიარზე მორგებული სანახაობანი.
მტკიცება – ეს არის რუსული კანონი!
მტკიცება- ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპას! –
ტყუილია! უარგუმენტაციოა!
ეს კანონი ამერიკაში მოქმედებს, და ევროპარლამენტში მიმდინარეობს განხილვა ანალოგიურის დანერგვაზე. (იხ. ბმული https://www.euractiv.com/…/eu-must-copy-us…/…
https://www.europarl.europa.eu/…/CRE-9-2023-02-13_EN… )“ – აღნიშნავს მეგრელიშვილი.

გაზიარება