„მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის – მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო”, – წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

“ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობისათვის მისი, როგორც მსახიობის, სახელი დაკავშირებულია არაერთ საყვარელ პერსონაჟთან, რომლებმაც დროს გაუძლო და კიდევ დიდხანს გაახარებს მაყურებელს.

თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.

გაზიარება