“ნახევრად მოხალისეობის არ მჯერა, პირი ან მოხალისეა, ან რაღაცას აკეთებს თანხის სანაცვლოდ, რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ენთუზიაზმით არიან წასული უკრაინაში, რა თქმა უნდა პატივი უნდა ვცეთ მათ ამ ენთუზიაზმს, ვისაც გულით სჯერა, რომ ისინი იდეისთვის იბრძვიან “, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, თავიდან ამბობდნენ, რომ უკრაინაში ქართველების ჩაყვანა თანხის სანაცვლოდ არ ხდება თუმცა, საბოლოო ჯამში საპირისპირო გამოაშკარავდა.

„ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა, თავიდან გახსოვთ, რომ უარყოფდნენ ასეთ რამეს, ამბობდნენ, რომ თანხის სანაცვლოდ არ ხდება უკრაინაში ქართველების ჩაყვანა, თუმცა, საბოლოო ჯამში საპირისპირო გამოაშკარავდა და ახლა ამბობენ, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის.

ვინც ფულის სანაცვლოდ აკეთებს ამას, იქ არის კითხვის ნიშნები და ეს არ არის ცალსახად შესაფასებელი მოვლენა. თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, ის რა თქმა უნდა, გმირია. მე იმედი მაქვს და მინდა ამის რწმენა მქონდეს, რომ 34-ვე იდეით იბრძოდა. მაგალითად ფულის სანაცვლოდ შეიძლება ვიღაც მიდიოდეს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება გუშინ გამოვლენილ ფაქტს, როდესაც ხდება კომერციული მიზნებით ადამიანების მოძიება და უკრაინაში ჩაყვანა, ეს კატეგორიულად მიუღებელია.

„ რაღაც ზღვარია გასავლები და ჯობია ეს ზღვარი თქვენც გაავლოთ. როცა ხდება კომერციული მიზნებით ადამიანების ომისთვის რეკრუტირება და აქედან კომერციული მოგების მიღება, ეს არის ერთი მხარე, როდესაც სხვა რამესთან გვაქვს საქმე, ენთუზიაზმთან, იდეასთან და ა.შ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება