პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონალური მშვიდობისკენ მიმართული ინიციატივები და სხვა ორმხრივი პროგრამები ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობებთან ერთად”, – აღნიშნავს მთავრობის მეთაური.