“როცა იქნება და მალე იქნება, განვთავისუფლდებით მოღალატეების ხელისუფლებისაგან. ამის შემდეგ, ყველა იდიოტის დევნას ნამდვილად აზრი არ აქვს (მაგალითად, კიწი დოლიძეს ციხეში არ ჩავსვამთ), მაგრამ კონკრეტული დამნაშავეები კი კანონის შესაბამისად აგებენ პასუხს”, – განაცხადა “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერი ანდრო ბარნოვი “ფეისბუკში”.
ბარნოვი სვამს კითხვას, რა სამართლებრივი საფუძველია იმისთვის, რომ პასუხი აგონ და სულ მცირე, ჟურნალისტური საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალოთ „იმ ვითომ “ჟურნალისტებს” , რომლებიც დღეს ყოველდღიურ ფსიქოლოგიურ და საინფორმაციო სპეცოპერაციას ახორციელებენ ხალხისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ?“
„რა უნდა ვუყოთ იმ “ჟურნალისტებს”, რომლებიც დავალებებს სუსიდან და სხვა სახელისუფლო სტრუქტურებიდან იღებენ? რა სამართლებრივი საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ მათ პასუხი აგონ და სულ მცირე, ჟურნალისტური საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალოთ?“ – წერს ანდრო ბარნოვი “ფეისბუკში”.