ანალიტიკოსი გია აბაშიძე „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ ლიდერის – მურმან დუმბაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მიიჩნევს, რომ სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავთ.

„აკადემიური წრეების ზოგიერთი წარმომადგენელი ხანდახან მსაყვედურობს, რომ საჯარო კომენტარებში ხისტი ვარ “ნაცების” მიმართ. მაქვს ბუნებრივი პასუხი – ტრადიციული პოლიტიკური თეორიებით და რაციონალიზმით სააკაშვილის სექტა ვერ აიხსნება.

ხისტი კი არა, დაუნდობელი ვარ “ნაცების” მიმართ 2006 წლის 29 იანვრიდან, ჩემთვის უცნობი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მეორე დღიდან.

დაუნდობელი ვარ ჩემი სულხან მოლაშვილის (ერთად ვიზრდებოდით ფოთის ქუჩაზე) გამო, დაუნდობელი ვარ არაერთი გაწამებული, განადგურებული ოჯახის გამო!

“ნაცებს” ანგარებიანად მიტმასნილი მურმან დუმბაძეები, გიორგი გახარიები, კრებსითი ბესელიები და ბერძენიშვილები საკუთარი ოჯახების მტრები არიან. თავს ირცხვენენ საშვილიშვილოდ ეს არსებები“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე აბაშიძე.

გაზიარება