„ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური აღსასრული დაუდგა, აგონიის პროცესს ვადევნებთ თვალს, საზოგადოება დაინახავს, რომ პარტია ვეღარ იარსებებს იმ სახით, როგორც არსებობდა”, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, შესაძლოა, პარტიის წევრების ნაწილი დარჩეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ნაწილი კი, სხვა პოლიტიკურ ორბიტაზე გადავიდეს.

„ფაქტია, რომ ამ სახით, დომინანტი ოპოზიციური ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, არსებობას ვეღარ გააგრძელებს. პარტიას უზარმაზარი პრობლემები აქვს. ეს პრობლემები განპირობებულია, მათ შორის თითოეული მათგანის, ვინც ახლა აქტიურია მათ შიდა პარტიული საქმეების მოწესრიგებაში, დესტრუქციული ხასიათიდან გამომდინარე, რომელსაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, შემდეგ ოპოზიციაში ყოფნისას ქართულ პოლიტიკაში. ახლა დაუვიწროვდათ ასპარეზი და შესაბამისად, ამას აკეთებენ შიდაპარტიულ ასპარეზზე“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირების მიზეზი ნათელია.

„რაღაც ეტაპზე გაჩნდა საჭიროება, გადახედილიყო დაფინანსების მოდელები, რომლებიც ჰქონდათ. ამ შემთხვევაში დაფინანსება გულისხმობს, იმ ოლიგარქების მცდელობის მქონე ადამიანებისგან გარკვეული დირექტივების მიღებას, მათთვის სასურველი ხაზების გატარებას და ა.შ. საუბარია, ვინ როგორ გააკონტროლებს გარკვეულ ფინანსურ წყაროებს, რომლითაც ფინანსდებოდა ეს პოლიტიკური ძალა. თანხები, რომლის წარმომავლობაც და მართლზომიერებაც არათუ დიდი ეჭვის საგანია, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არამედ პრაქტიკულად დიდია ვარაუდი და დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სწორედ ქართული საზოგადოების, საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილი თანხები, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, აბსოლუტურად, მართლზომიერად დაისაკუთრეს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

გაზიარება