„ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთი ამბები ხდება, ეშმაკი კუთხეში ზის და პირჯვარს იწერს“, – ასე აფასებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს.

„ამ პარტიაში ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა ზუსტად ისე მიდის, როგორც ისინი საზოგადოებასა და ბიზნესს ებრძოდნენ. ეს პარტია ვანო მერაბიშვილსა და კეზერაშვილს არა პოლიტიკისთვის, არამედ ფინანსური უზრუნველყოფისთვის სჭირდებათ. თავად ხაბეიშვილმა დაადასტურა, – დიახ, ხაბეიშვილის კანდიდატურას ვანო მერაბიშვილი უჭერსო მხარს. იგი საქართველოში რევოლუციასაც უჭერს მხარს. იმდენი ჭკუაც არ ეყო ხაბეიშვილს, რომ 28 რიცხვამდე მოეთმინა და არ ეთქვა, – ამირჩიეთ, ხალხო, მე მხარს მერაბიშვილი მიჭერს და საქართველოში რევოლუცია უნდა მოვახდინოო. ამას შეეწინააღმდეგა მელია, რომელმაც მერაბიშვილთან დაკავშირებით ძველი ცოდვები გაიხსენა. თქვენს კითხვაზე – რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში?” – ერთი ასეთი გამოთქმა არსებობს: „ჯოჯოხეთში ისეთი ამბები იყო, ეშმაკი იჯდა კუთხეში და პირჯვარს იწერდაო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაზიარება