საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ, „პოსტივის“ეთერში, გადაცემაში „დიდი გადაცემა“ “ნაციონალური მოძრაობის” შესახებ ისაუბრა.
„ნაციონალური მოძრაობა“ „ხაბეს“ დონემდე დავიდა და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ჩვენი პარტნიორები მათ იმედად არიან, [ცდილობენ] რამენაირად მათ რეანიმაციას, რაც შეუძლებელია. ეს მინდა გითხრათ, რომ არ არის ქართული პოლიტიკისთვის კარგი, როცა ოპოზიცია არის მართული და მისი უდიდესი ნაწილი არის მოთამაშე დაკვეთების შესრულების კუთხით. ეს პარტიული წარმონაქმნები, რომლებიც თითქოს ოპოზიციას ქმნის, იოლად მართვადი ხდება და იოლად იყიდება პანელზე“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.