„მიუხედავად ,,რადიკალური ოპოზიციის” ყოველდღიური, დაუღალავი მცდელობებისა, დააზიანონ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები, არეულობით და დესტაბილიზაციით საფრთხე შეუქმნან სტაბილურობას, რუსეთ-უკრაინის ომში ჩაითრიონ ქვეყანა, მათ მიზნებს შესრულება არ უწერია. ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს!“ – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ სტატუსს.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხის დავალებით, ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას უზრუნველყოფს.

,,ომისა და ღალატის პარტია” – “ნაციონალური მოძრაობა”, მისი გავლენის ქვეშ მყოფი სამოქალაქო სექტორისა და მედიის ნაწილი ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას – ტყუილით, დეზინფორმაციით, ,,ფეიკ ნიუსების” გავრცელებით. მიზანი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა და რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაა. სამწუხაროა, რომ ამ ორკესტრირებულ პროცესს საქართველოს პრეზიდენტიც შეუერთდა და აბსურდულ, ,,გაჟღერებულ ბრალდებებზე კატეგორიული პასუხი” მოითხოვა. დღეს ირაკლი კობახიძემ საქართველოს შიდა და გარე მტრებს მათ ყველა აბსურდულ და სამარცხვინო ბრალდებაზე არგუმენტირებული და ფაქტებით გამყარებული პასუხი გასცა“, – წერს „ფეისბუკის” გვერდზე ბოჟაძე.

გაზიარება