დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოზურგეთში ბოიკოტი გამოუცხადა საკუთარ მოსახლეობას, როდესაც წლის მთავარი დოკუმენტი – 2023 წლის ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობაზე უარი თქვა“, – განაცხადა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დემარში ოზურგეთის განვითარებას ვერ შეაჩერებს.
„იმის ნაცვლად, რომ ოპონირება გაეწიათ და ჩართულიყვნენ ჩვენი მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის განხილვაში, მდარე პოლიტიკური შოუ მოუწყვეს საკუთარ თავს, რაც ყველასთვის ცხადია რომ ნაცმოძრაობაში არსებული შიდა დაპირიპირებით აიხსნება – მათი ფრაქციის ჯერ ერთი ფრთა და მერე მეორე, დესტრუქციაში ერთმანეთს ეჯიბრება.
ბიუჯეტი დღეს დამტკიცდება და განვაგრძობთ საქმის კეთებას. ჩემთვის, როგორც მერისთვის მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ერთად, საქმიანი შედეგზე ორიენტირებული დისკუსიით ერთობლივად ვუპასუხოთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს რომელიც საზოგადოებას აწუხებს, ჩვენ ვიმუშავეთ და მოვამზადეთ განვითარებაზე ორიენტირებული ბიუჯეტის პროექტი, რომლითაც შევეცდებით ვუპასუხოთ მუნიციპალიტეტის სოციალურ და ეკონომიკურ ამოცანებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.