“მილიონი განცხადება გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ, მაგრამ მაინც გრძელდებოდა “ფეიკკამპანია” იმასთან დაკავშირებით, რომ 400 დღეა, კვდება ეს კაცი”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
„ეს იყო ადამიანი, რომელმაც რუსეთის მესამე პრეზიდენტს ჩააბარა ტერიტორიების 20%; რომელმაც რამდენიმე ასეული ადამიანი შეიწირა ციხეებში და ბევრად მეტი – ციხეებს გარეთ; რომელიც ატერორებდა ბიზნესებს. ეს არის რეალობა, დანარჩენი არის უწყებების საქმე, სამართლებრივი პრინციპების, ადამიანის უფლებების საქმე, რაც საქართველოში 2012 წლიდან სათანადოდ არის დაცული.
“ნაცმოძრაობა” 400 დღეა, ამტკიცებს, რომ ეს კაცი ყოველ დღე კვდება. 1-ელ ოქტომბერს შევიდა ციხეში თავისი ფეხით და 1-ელ ოქტომბერს დაიწყო შიმშილობა. მაშინ “ნაცმოძრაობა”, “მთავარი არხის” ხელმძღვანელობა პირდაპირ მოუწოდებდა მას თვითდაზიანებისკენ. ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა მათ ქმედებებზე“, – აღნიშნა კობახიძემ.