„როდესაც პატარა ბოლშევიკს ირჩევენ თავმჯდომარედ, ესეც თვითგანადგურებაა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„ნაცმოძრაობა“ აგრძელებს თვითგანადგურების რეჟიმში ყოფნას, რაც ძალიან კარგია. საბოტაჟიც იყო თვითგანადგურება. დღეს რა პროცესებიც ვითარდება (ოლიგარქიული გავლენები და ა.შ.), ესეც არის თვითგანადგურება. ძალიან კარგად მიდის ეს პროცესები „ნაცმოძრაობაში“. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით და ხელსაც შევუწყობთ ამ პროცესების ასე განვითარებას”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება