„ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პარტნიორები არ ერიდებიან არც ერთ პროვოკაციას საკუთარი ვიწროპარტიული მიზნების განსახორციელებლად. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ, რეალურად, მიმდინარეობს პატიმარ სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნის სპეცოპერაცია“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებასთან დაკავშირებით.

„ნაციონალური მოძრაობის“ არსენალში ყოველთვის არის ისეთი ნაბიჯების გადადგმის სურვილი, რომ ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ, რის საშუალებასაც ხელისუფლება მათ, რა თქმა უნდა, არ აძლევს”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

გაზიარება