„ნაციონალური მოძრაობა“ გადაიქცა მარიონეტების უხარისხო თეატრად და ეს ჩვენ არ გვიკვირს. ამ პარტიაში წარმოდგენილია როგორც ოლიგარქიული და მავნებლური, ისე კლანური და არაფორმალური, ჩრდილოვანი მმართველობის ტიპები“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა.

„როდესაც ასეთ არაჯანსაღ დამოკიდებულებასთან გვაქვს ხოლმე საქმე, მერე ძალიან მძიმედ ასრულებენ ეს ადამიანები პოლიტიკურ კარიერას. ეს პარტია საკუთარ პოლიტიკურ კარიერას ძალიან მძიმედ დაასრულებს, რაც სრულიად სამართლიანი იქნება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

გაზიარება