„გულუბრყვილო კითხვაა, როდესაც ვამბობთ, სალომე ზურაბიშვილზე „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენა იგრძნობა თუ არა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა თაღლითური, აგრესიული სისტემა, რომელიც ლამობს პოლიტიკურ ველზე მდგომარეობის შერყევას და დესტაბილიზაციას, ასევე – ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით შეცვლას. ამ სისტემის ნაწილად იქცა სალომე ზურაბიშვილი – თუ მის განცხადებებს მოვუსმენთ, გავაანალიზებთ, თუნდაც საზოგადოების ნაწილის, მისი ამომრჩევლის მიმართ”, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

„შეგნებით აკეთებს თუ შეუგნებლად, ამაზე მსჯელობა შეიძლება, მაგრამ რაც უკვე ფაქტია და ჩვენ თვალწინ ხდება, ამას ვერ უარვყოფთ. რისი ნაწილია – „ნაცმოძრაობის“, „ლელოსი“ თუ „სტრატეგია აღმაშენებლის“, ამას ზუსტად ვერ გეტყვით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება