„მძიმე რეალობაა „ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილი. პარტია მარტივ მამრავლებად იშლება. ამ რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებას რაც ქვეყნისთვის სურდა – ნჯღრევა, გაყოფა, დაპირისპირება, ბუმერენგივით საკუთარ თავზე მიიღო“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა.
„გასაკვირი არ არის, რომ ლევან ხაბეიშვილი შესაძლებელია, გახდეს პარტიის თავმჯდომარე. „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი თავმჯდომარე ნამდვილად ეკუთვნის“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.