„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს მიმოხილვა აღარ სჭირდება, – ხელის გულზე დევს ის პროცესი, თუ როგორ ხდება ოლიგარქებს შორის ბრძოლის ველად პარტიის გამოყენება. ეს არის ბრძოლა ფინანსებისთვის, გავლენებისთვის, რაც არ არის დემოკრატიული პროცესი, არავითარი კავშირი არ აქვს პარტიული კულტურის დემოკრატიულ განვითარებასთან”, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
“ესაა ოლიგარქთა შორის ბრძოლა – ვის მეტი გავლენა ექნება, ვის მეტი ფინანსური რესურსი ექნება და, შესაბამისად, სამწუხარო რეალობაა, როდესაც სიდიდით ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ხდება არა პოლიტიკური პარტიის კულტურის გავნითარებაზე, არამედ ოლიგარქთა ძალაუფლების გადანაწილებაზე ზრუნვა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
„ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს მიმოხილვა აღარ სჭირდება, – ხელის გულზე დევს, როგორ იყენებენ პარტიას ოლიგარქებს შორის ბრძოლის ველად” – ანრი ოხანაშვილი
