საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი დღეს, “ქართული ოცნების” ოფისთან “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ აქციას ეხმაურება.

“ქართველებს გვაქვს რამოდენიმე საკრალური თარიღი, რომელიც ოდესღაც ცოცხალი ორგანიზმის გარდაცვალებას უკავშირდება: 3, 9, 40 დღე და წლისთავი. ამ შემთხვევაში, ‘ნაცმოძრაობასთან” მიმართებაში, ტერმინი “გარდაცვალებაც” – მკრეხელობაა. სახეზეა “პარტიის” ბანალური ბიოლოგიური სიკვდილი. პოლიტიკური მნიშვნელობის მასშტაბით, ჯერ კიდევ, სიდიდით მეორე პარტიის – უეჭველი სიკვდილი. პოლიტიკურ სასაფლაოზე მას ორი ვარიანტი ელოდება: “ნივიჟუ” გაუკეთოს თავის გაცივებულ სხეულს – მაშინ მუნიციპალური ხარჯებით, “ბომჟების” სასაფლაო ზონაში მიაბარებენ მიწას, ან პირიქით – ძვირადღირებულ კერძო სასაფლაოზე მოუძებნონ მას “საპატიო” ადგილი…”- წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”.

გაზიარება