„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე „ტვ პირველთან“ განმარტავს, თუ რა კრიტერიუმები უნდა ჰქონდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომელიც უნდა იყოს ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი.
„უნდა ჰქონდეს მკაცრად ჩამოყალიბებული სტრატეგია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში. მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება როგორ წარმოუდგენია მაგალითად, ერთ თვეში, სად გადის ეს თავისუფლების გზა და ზოგადად, როგორი უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და როგორი უნდა იყოს ალტერნატიული ეკონომიკური გეგმა. ასეთი უნდა იყოს ზოგადად, პრემიერ-მინისტრის კანდიდატი“, – განაცხადა დეკანოიძემ.
შეკითხვაზე, – აკმაყოფილებს თუ არა დღეს ლევან ხაბეიშვილი ამ კრიტერიუმებს? – დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციაში ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
„ახლა რაც ხდება, ეს პარტიას არ გააძლიერებს. ბევრი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი. თუ ეს პარტია ასეთი (და ჩემი ბრალი იქნება, პირველ რიგში) არ იქნება არჩევნების შემდეგ, მე ამ პარტიაში ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ“, – განაცხადა დეკანოიძემ.
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე უნდა იყოს ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი, რეგიონში ცნობილი ადამიანი, ფლობდეს რამდენიმე უცხო ენას… ოპოზიციაში ძალიან ცოტა ადამიანი აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს” – ხატია დეკანოიძე
